საფრანგეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ირანში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
საფრანგეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ირანში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ირანში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის მიზეზად ირანში უსაფრთხოების მხრივ არსებული რთული სიტუაცია დასახელდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც ირანს დროულად ვერ ტოვებენ, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

საგარეო უწყება ირანში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ქვეყნის შიგნით გადაადგილებისგან და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.