საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ალ-ქაიდას“ ჩრდილოეთ აფრიკული ფრთის ლიდერი ლიკვიდირებულია
საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ჩრდილოეთ აფრიკული ფრთის ლიდერი ლიკვიდირებულია. საუბარია აბდელმალექ დრუქდელზე, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად მალიში მოკლეს.
„3 ივნისს საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა, პარტნიორების დახმარებით, გაანეიტრალეს „ალ-ქაიდას“ ლიდერი და მისი ბევრი მოკავშირე. სპეცოპერაცია მალის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა“, – ეს განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლმა გააკეთა.
ფლორანს პარლის თქმით, დრუქდელი „ალ-ქაიდას“ მმართველი კომიტეტის წევრი იყო.
საფრანგეთმა მალიში, ბურკინა-ფასოში, მავრიტანიაში, ნიგერსა და ჩადში ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია 2014 წელს წამოიწყო. ეს იმ სამხედრო ოპერაციის გაგრძელება, რომელიც ფრანგმა ჯარისკაცებმა 2013-14 წლებში მალიში ჩაატარეს.