საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 1.92 მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 1.92 მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 1.92 მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ვაქცინის ორივე დოზა 296 265 პირს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთში ვირუსით ჯამში 3 მილიონ 341 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსის გავრცელების კუთხით საფრანგეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 28 037-ს შეადგენს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი 3 363 ინფიცირებულია მოთავსებული.

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 458 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიამ ჯამში 79 423 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების მხრივ საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.