გამოკითხვის მიხედვით, ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა

14:35, 15.11.2026

გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos-BVA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს.მიუთითებს.

გამოკითხულთა 83% პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

Ipsos-BVA-ს გენერალური დირექტორის მოადგილის, ბრიუს ტენტურიეს განცხადებით, მაკრონის არაპოპულარობის მაჩვენებელმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც წარსულში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს ჰქონდა.

გამოკითხვის მიხედვით, უარყოფითად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს საქმიანობასაც. მისი საქმიანობით გამოკითხულთა მხოლოდ 19%-ია კმაყოფილი, 72% კი უკმაყოფილებას გამოხატავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერის მაჩვენებელი სამი პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა (40%) და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა (24%) მიიღეს.

გამოკითხვის მიხედვით, ფრანგებისთვის მთავარ პრობლემად კვლავ საცხოვრებელი ხარჯების გაძვირება და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა რჩება. ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ საფიქრალად რესპონდენტთა 60%-მა დაასახელა.

მსგავსი