საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის ხელმეორედ შემოღება, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის ხელმეორედ შემოღება, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის განცხადებით, ქვეყნის მოსახლოებას „კოვიდ-19“-თან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოუწევს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ ახლა მეორე ტალღასთან არ გვაქვს საქმე, ეპიდემია გრძელდება. ზოგი  პატივს არ სცემს წესებს, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვეშვათ“, – განაცხადა ვერანმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობას ჯერჯერობით არ სურს მკაცრი კარანტინის ხელახლა დაწესება.

„ჩვენ გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის წესების ხელმეორედ შემოღება. სიტუაციას თითოეული შემთხვევის მიხედვით ვაფასებთ, ომი არ დასრულებულა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს“, – აღნიშნა ოლივიერ ვერანმა.