საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის რამდენიმე ციხეზე თავდასხმა განხორციელდა
„ბიბისის“ ინფორმაციით, გუშინდელი ღამის განმავლობაში საფრანგეთის რამდენიმე ციხეზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დერმანენი ამბობს, რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ცეცხლი გაუხსნეს. ასევე დაფიქსირდა ავტოსადგომზე მდგარი მანქანების დაწვის შემთხვევებიც.
ფრანგული მედიის ცნობით, თავდასხმები მოხდა ტულონში, მარსელში, ვალანსში, ლუინში, ვილპენტსა და ნანტერში.
მომხდარის ფონზე საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ტულონში მიემგზავრება.
სოციალურ ქსელ „იქსში“ დერმანენმა დაწერა, რომ მთავრობას პრობლემები აქვს ნარკომოვაჭრეებთან. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს უკვე ატარებს.
სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა უფლებების დამცველმა პროფკავშირებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს და მთავრობას მოუწოდეს, ციხეების თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.