საფრანგეთის ღია პირველობაზე ბასილაშვილი დღეს მაქსიმ კრესის დაუპირისპირდება #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში სტარტი აიღო როლან გაროსის 2022 წლის ტურნირმა. დღეს საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
ნიკოლოზი საფრანგეთის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად არის განთესილი და პირველ დაპირისპირებაში 25 წლის მაქსიმ კრესის შეხვდება. ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელების მატჩი დაახლოებით 14:30 საათიდან დაიწყება.
ბასილაშვილი კრესის ერთხელ, ამერიკის ღია პირველობაზე შეხვდა და მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე სამ სეტში 7:6 (7:3), 6:3, 7:5 დაამარცხა. ნიკოლოზი წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეორე რაუნდში კიდევ ერთ ამერიკელს – მაკენზი მაკდონალდსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ფრანკო აგამენონს (იტალია) შორის მოგებულს შეხვდება.