საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებმა რუსეთის საგარეო უწყება დატოვეს, საფრანგეთის ელჩი აცხადებს, რომ „ძალიან კარგი დისკუსია შედგა“
საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.
მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთში საფრანგეთის ელჩმა, ნიკოლას დე რივიერმა.
„ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა და მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ელჩების უწყებაში მისვლის ვიდეომასალა. კონკრეტულად რა საკითხზე მივიდნენ ელჩები და რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ამ დროისთვის უცნობია.