საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ ევროკავშირის რეაგირება ერთიანობა იქნება 

15:09, 13.07.2018

აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ ევროკავშირის პასუხი ერთიანობა იქნება – ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ბრუნო ლე მაირეს თქმით, აშშ-ის მხრიდან დამატებითი საიმპორტო ტარიფების საფრთხის წინაშე, ევროკავშირის ქვეყნები ერთიან პოზიციას შეინარჩუნებენ და არ გაიყოფიან.

„ვერავინ, ვერასდროს ვერ გაყოფს საფრანგეთსა და გერმანიას და ვერავინ გაყოფს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ყველამ იცის, რომ ტარიფების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, სწორი რეაგირება არის ევროპის ქვეყნების ერთიანობა“, – აღნიშნა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მსგავსი