საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – საფრანგეთი რუსული დრონის მიერ დაზიანებულ ჩერნობილის თაღის შესაკეთებლად 40 მილიონ ევროს გამოყოფს
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუსული დრონის მიერ დაზიანებულ ჩერნობილის თაღის შესაკეთებლად 40 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს, ჩერნობილის თაღის შესაკეთებლად საფრანგეთი უკრაინასთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად მუშაობს.
„ეს ვალდებულება ეხმარება მოსახლეობის დაცვასა და ჩვენი კონტინენტის ბირთვული უსაფრთხოების შენარჩუნებას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. მისი უსაფრთხოება ჩვენიც არის“, – წერს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობისას საფრანგეთმა და მხარეებმა ჩერნობილის თაღის შესაკეთებელი სამუშაოებისთვის, ჯამში, 278 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს.
Mobilisation de la France aux côtés de l’Ukraine et de la @EBRD pour permettre la réparation de l’arche de Tchernobyl, endommagée par un drone russe en 2025.
👉La France engage 40 millions d’euros.
👉Au total, nous avons réuni plus de 278 millions d’euros pour ces travaux grâce à notre action française pendant la présidence du G20.Cet engagement contribue à protéger les populations et à préserver la sûreté nucléaire de notre continent.
Notre soutien à l’Ukraine ne faiblira pas. Sa sécurité est aussi la nôtre.
— Benjamin Haddad (@benjaminhaddad) November 9, 2026