საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
Politique Paris (VIIIe), le 27/05/2026 Conseil des ministres au palais de l’Elysée. Benjamin Haddad Ministre délégué auprès du ministre de l’Europe et des Affaires étrangères, chargé de l’Europe LP / Fred Dugit
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო მუქარებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ფრანგი მინისტრის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჰადადის კომენტარი ტრამპის მიერ ევროკავშირის მიმართ გამოთქმულ მუქარას ეხება, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას უკავშირდება კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრად შესაძლო მიღების შესახებ.
„არც შეერთებულმა შტატებმა და არც სხვამ არ უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კურსით უნდა იხელმძღვანელონ ევროპელებმა“, – განაცხადა ჰადადმა.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადას მიეცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს.
ამ განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპი ევროკავშის ახალი ტარიფების დაწესებით ან ვაჭრობის შეზღუდვით დაემუქრა.
ევროკომისიაში ტრამპის მუქარასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ევროკავშირსა და კანადას შორის პარტნიორობა სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.