საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ ვარშავასთან ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობის შესახებ დიალოგი უშედეგოდ დასრულდება.

პოლონეთის საკითხი ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტის ერთ-ერთი თემაა. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში დღეს იკრიბებიან.

პოლონეთის გარდა, განსახილველ საკითხებს შორის არის ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები, „კოვიდ-19“-ის პანდემია, კლიმატური სამიტისთვის მზადება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, მიგრაცია, ციფრული ტრანსფორმაციაა.

შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია.

დატოვე კომენტარი