საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება მშვიდობას ხელს არ უწყობს
საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება მშვიდობას ხელს არ უწყობს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ევროპის საკითხებში მინისტრ-დელეგატმა, ბენჟამენ ადადმა თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მშვიდობას არ აძლიერებს, ის აშორებას მას.
„სინამდვილეში, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაშინ გადაწყვეტილება, შეჩერდეს იარაღის მიწოდება უკრაინაში, აძლიერებს მშვიდობას თუ აშორებს მას? – აშორებს, რადგან ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესორის ხელს ადგილზე, რომელიც არის რუსეთი“, – განაცხადა ბენჟამენ ადადმა.
მისი განცხადებით, ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს და არა უკრაინაზე, როგორც ეს უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანს.