საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მოზარდი დააკავეს

13:55, 15.10.2026

სკოლაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით საფრანგეთში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მოზარდი დააკავეს.

„მოზარდი დააკავეს ჩრდილოეთ საფრანგეთში იმ მოსწავლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელმაც ორშაბათს ობანის საშუალო სკოლაში დირექტორსა და მასწავლებელს ცეცხლი გაუხსნა“, – იუწყება ფრანგული მედია.

ქალაქ ობანის ჯოზეფ-ლაკანალის საშუალო სკოლაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც სკოლის დირექტორი და მასწავლებელი დაიჭრნენ. სროლაში ეჭვმიტანილი მოსწავლე დაკავებულია.

როგორც მედია იუწყება, დღეს დაკავებულ მოზარდს სოციალური მედიის საშუალებით კავშირი ჰქონდა სროლაში ეჭვმიტანილთან. გამოძიება დაადგენს, იმყოფებოდა თუ არა ის ძალადობის წაქეზებისკენ მიმართული ჯგუფის გავლენის ქვეშ.

მსგავსი