საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - ვიყავით ექვს საარჩევნო უბანზე, არაფერი გვინახავს ისეთი, რასაც ევროპაში სადმე ვერ ვნახავდით, ეს ძალიან იმედისმომცემია
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - ვიყავით ექვს საარჩევნო უბანზე, არაფერი გვინახავს ისეთი, რასაც ევროპაში სადმე ვერ ვნახავდით, ეს ძალიან იმედისმომცემია

ვიყავით ექვს საარჩევნო უბანზე და არაფერი გვინახავს ისეთი, რასაც სადმე ევროპაში ვერ ვნახავდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, კეროლ ბიურო-ბონარდიმ განუცხადა.

„ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს და კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ ვიყავით ექვს საარჩევნო უბანზე ამ დილით და არაფერი გვინახავს ისეთი, რასაც ევროპაში სადმე ვერ ვნახავდით, რაც არის ძალიან იმედისმომცემი. ჩვენ არ შევსწრებივართ არანაირ ინციდენტს. თუმცა, მე, როგორც პროფესიონალი მედიკოსი, ვფიქრობ, ზოგიერთ ადგილას ამომრჩეველთა რიგებში შესაძლებელია, დისტანციის უფრო მეტად დაცვა“, – განაცხადა კეროლ ბიურო-ბონარდიმ.