საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - საქართველოში დემოკრატია არის, ახლა საჭიროა, ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს, რომ ეს დემოკრატია საარჩევნო პროცესში გამოიხატოს
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - საქართველოში დემოკრატია არის, ახლა საჭიროა, ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს, რომ ეს დემოკრატია საარჩევნო პროცესში გამოიხატოს

საქართველოში დემოკრატია არის, ახლა საჭიროა, ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს, რომ ეს დემოკრატია საარჩევნო პროცესში გამოიხატოს, – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა, კეროლ ბიურო-ბონარდიმ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კეროლ ბიურო-ბონარდი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებისთვის, ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გავიგოთ ცესკო-სგან, რა ზომები განხორციელდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. როგორც ვიხილეთ, არჩევნებში ბევრი კანდიდატი მონაწილეობს და ნორმალურია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული დაძაბულობა არის. ყალბი ახალი ამბები და სოციალური მედია შესალოა, ასევე იყოს ამ დაძაბულობის ფაქტორი. ეს ნორმალურია, ეს ყველა ქვეყანაში ხდება. ვინაიდან, წარდგენილია ბევრი კანდიდატი, მოსახლეობას აქვს არჩევანი. ველოდები, რომ ხალხი არჩევნებზე მივა. საქართველოში დემოკრატია არის, ახლა საჭიროა, ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს, რომ ეს დემოკრატია საარჩევნო პროცესში გამოიხატოს“, – განაცხადა კეროლ ბიურო-ბონარდმა.