საფრანგეთის ელჩმა „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კორპუსი დაათვალიერა
საფრანგეთის ელჩმა „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კორპუსი დაათვალიერა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კორპუსს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ესტუმრა, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, ლაშა კანდელაკიშვილმა და „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა უმასპინძლეს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით, ფრანგი პროფესორების ჩართულობით.

მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ელჩს სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტების სასწავლო გარემო, სიმულაციური ცენტრი და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს განათლების ინტენაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელიც ფაკულტეტზე არსებობს. ასევე, განიხილეს საფრანგეთთან სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი სწავლების, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევების მიმართულებით.