საფრანგეთის ელჩი - წარმატებას ვუსურვებ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო პროგრამის შესრულებაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ითვალისწინებს
საფრანგეთის ელჩი - წარმატებას ვუსურვებ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო პროგრამის შესრულებაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ითვალისწინებს

წარმატებას ვუსურვებ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო პროგრამის შესრულებაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს ეხება ახალი პრემიერ-მინისტრის პროგრამას. მე ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და მას პროგრამის შესრულებაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ითვალისწინებს“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისივე თქმით, 2024 წელი არჩევნების გამო მნიშვნელოვანი წელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს ცხრა ნაბიჯი, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რათა დაჩქარდეს ევროკავშირისკენ სვლა და ყველა ევროპულმა ქვეყანამ საქართველოს დაუჭიროს მხარი. ეს არის მნიშვნელოვანი წელი არჩევნები გამო. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს დემოკრატიისთვის და ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეების ყველა მისწრაფება შესრულდება“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.