საფრანგეთის ელჩი – ვიხსენებთ 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ, მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

11:07, 07.08.2025

ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ, მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი წერს.

მისივე თქმით, საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებები.

„ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ. ვიმეორებთ საფრანგეთის მოწოდებას რუსეთისადმი, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში“, – წერს გასრი.

მსგავსი