საფრანგეთის ელჩი რუსეთში – საფრანგეთი ნორმანდიული ოთხეულის სამიტის თარიღთან დაკავშირებით რუსეთისგან პასუხს ელოდება

19:16, 12.09.2019

საფრანგეთი ამ დრომდე ელოდება რუსეთისგან პასუხს, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის თარიღთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადება რუსეთში საფრანგეთის ელჩმა, სილვია ბერმანმა გააკეთა.

ელჩის თქმით, ფრანგულმა მხარემ მოსკოვს უკვე მიმართა.

ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს, 2016 წელს ბერლინში შეხვდნენ.

რამდენიმე თვის წინ კი, პარიზში ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს.

მსგავსი