დიეგო კოლასი - პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, არ ჩაერთოს „3+3“ ფორმატში, რეგიონული სტრატეგია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ამ ფორმატის ალტერნატივა და სწორი მიდგომაა
დიეგო კოლასი - პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, არ ჩაერთოს „3+3“ ფორმატში, რეგიონული სტრატეგია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ამ ფორმატის ალტერნატივა და სწორი მიდგომაა

პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, არ ჩაერთოს „3+3“ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით შევჩერდე. ვთვლი, რომ ეს შეიძლება, იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან პატივს ვცემთ საქართველოს ძალისხმევას, რომ საქართველო არ ჩაერთოს „3+3“ ფორმატში, თვითონ სახელშივე ჩანს პრობლემა“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

მისი თქმით, რეგიონული ჩართულობის სტრატეგია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, აღნიშნული ფორმატის ალტერნატივას და სწორ მიდგომას წარმოადგენს.

„რეგიონული ჩართულობის პროაქტიური სტრატეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, წარმოადგენს ამ ფორმატის ალტერნატივას და ეს არის სწორი მიდგომა, თვითონ იდეა, რომ რეგიონის სამი ქვეყანა თავიანთი ერთიანი ძალისხმევით გაუმკლამას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ, რითაც შეგვიძლია, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა წყლის მიწოდება, ელექტროენერგიის გადაცემა თუ ტრანსპორტირების ნაწილი“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.