საფრანგეთის ელჩი - მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი ხიდი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ ადამიანებს შორის აღდგა, იყო საქართველოსა და დასავლეთ ევროპას, კერძოდ, საფრანგეთს შორის
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საზღვარი გახსნილია.
„საქართველო არის იმ რამდენიმე ქვეყნას შორის, რომლებსაც საფრანგეთმა გაუხსნა საზღვარი. ასევე მოიქცა ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფოც. საფრანგეთი მოხვდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელთაც საქართველომ გაუხსნა საზღვარი. ახლა ჩვენ ველოდებით „ეარ ფრანსის“ ფრენების დაწყებას და როგორც ვიცით, რეისები კვირაში ორჯერ შედგება. ეს პატარა წვლილს შეიტანს ტურისტულ სეზონში. ცხადია, წელს ის კარგი არ იქნება. ასევე განახლდება კავშირები ადამიანებს შორის. მე მოხარული ვარ, ვიხილო, რომ ერთ-ერთი პირველი ე.წ. ხიდი, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემდეგ ადამიანებს შორის აღდგა, იყო საქართველოსა და დასავლეთ ევროპას, კერძოდ, კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირი“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.
მისივე თქმით, საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა კორონავირუსთან ბრძოლის დროს.