საფრანგეთის ელჩი - ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას
საფრანგეთის ელჩი - ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას

ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

„როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.