საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
რუსეთში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდნენ. ამსახველ კადრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა დიპლომატიური წარმომადგენლების მისვლის მიზეზი.
„როიტერი“ წერს, რომ ელჩების მისვლა, შესაძლოა, განპირობებებული იყოს დიდ ბრიტანეთში გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრით, რა დროსაც მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ცეცხლის შეწყვეტას.
ასევე, ბოლო პერიოდში ევროპაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმის თაობაზე, რომ საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება.