საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაცია მიმდინარეობს
საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაცია მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ დროისთვის პარიზის ცენტრალურ ნაწილში ორი ათასამდე აქტივისტია შეკრებილი, რაც გასულ კვირას ჩატარებული მასშტაბური დემონსტრაციის დილის საათების მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.

ადგილობრივი მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დემონსტრაციის დაწყებამდე პოლიციამ 37 პირი დააკავა. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ელისეის სასახლესთან მისასვლელი გზები გადაკეტეს.

დახურულია მეტროს 40-მდე სადგური და ქალაქის ცენტრალური ნაწილში არსებული საავტომობილო გზების ნაწილი.