საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია მიმდინარეობს
საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრიუმფალურ თაღთან არიან შეკრებილი.

დემონსტრანტები მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას უკვე მე-16 კვირაა აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტი პოზიციებს არ შეიცვლის, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდება.

აქციები საფრანგეთში კვირის უქმე დღეებში იმართება. დემონსტრანტების რაოდენობა აქციების დაწყების დროსთან შედარებით შემცირებულია.

საპროტესტო გამოსვლებმა პიკს გასული წლის დეკემბერში მიაღწია. აქციები თავდაპირველად საწვავზე ფასების მატების გამო დაიწყო, მოგვიანებით კი მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა.