საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერები ბენიამინ ნეთანიაჰუს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ
საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერები ბენიამინ ნეთანიაჰუს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

ევროპელი ლიდერები ბენიამინ ნეთანიაჰუს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ევროპელი ლიდერები მიუთითებენ, რომ „ისრაელის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინელებთან დიალოგში გაწონასწორებული და სამართლიანი გამოსავალი იქნება ნაპოვნი“.

ისრაელის მედიას მოჰყავს კონკრეტული ლიდერების წერილებიდან ამოღებული ციტატები. მაგალითისთვის ემანუელ მაკრონი ნეთანიაჰუს სწერს, რომ „ცალმხრივი ნაბიჯები ახლო აღმოსაველთში სტაბილურობას ძირს გამოუთხრის“. „მეცამეტე არხის“ ცნობით, ამავე საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს მისწერა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და იტალიისა და ესპანეთის მთავრობის მეთაურებმა, ჯუზეპე კონტემ და პედრო სანჩესმა.

როგორც ცნობილია, ისრაელის მთავრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ შედგენილ გეგმას მიჰყვება და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვან სტრატეგიული ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებას ცდილობს. ეს გეგმა კატეგორიულად მიუღებელია პალესტინისთვის.

ისრაელის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირიც.

დატოვე კომენტარი