საფრანგეთის არმიის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია აშშ-ის იდეოლოგიური პოზიციის „უკიდურესად ხისტ დადასტურებას“ წარმოადგენს
საფრანგეთის არმიის მინისტრის, ალის რუფოს თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგენს აშშ-ის იდეოლოგიური პოზიციის უკიდურესად ხისტ დადასტურებას.
ამის შესახებ ალის რუფომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ მტაცებლების სამყაროში, ევროპა არ არის კუნძული და ევროპას პატივისცემით მოეპყრობიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეცოდინება, როგორ მოიქცს ისე, რომ პატივს სცემდნენ“, – განაცხადა საფრანგეთის არმიის მინისტრმა, რომელიც მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რუფოს თქმით, მისთვის ცნობილია, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ტრამპის ადმინისტრაციაში შიდა დებატების საგანია, განსაკუთრებით, ამ დოკუმენტში რუსეთის დახასიათება.