საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კრიტიკულ მდგომარეობაშია
საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაწერა.
ემანუელ მაკრონი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ავიაკატასტროფაში გარდაცვლილები საფრანგეთის საჰაერო სამაშველო სამსახურის წევრები არიან.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამი ვერტმფრენი და 40 მაშველი მონაწილეობდა. ოპერაცია ნისლის გამო შეფერხებული იყო.
ვერტმფრენი სავოიის დეპარტამენტში ჩამოვარდა. ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე განგაშის შეტყობინების გაგზავნა და კატაპულტირება მოასწრო.