საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ
საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგულია ექვსი ადამიანი.

როგორც გამოცემა წერს, ბორტზე ორი მფრინავი და მაშველთა ჯგუფი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე განგაშის შეტყობინების გაგზავნა და კატაპულტირება მოასწრო.

საფრანგეთის სავოიის დეპარტამენტის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკარგულების საძებნელად სამი ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა ნისლის გამო ვერტმფრენებმა შემთხვევის ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლეს. ამას გარდა, მაშველთა ჯგუფი კატასტროფის ადგილისკენ ფეხითაც მიემართება.