საფრანგეთი უკრაინასთან ითამაშებს, იტალია ნორვეგიასთან - დაკომპლექტდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფები #1TVSPORT
საფრანგეთი უკრაინასთან ითამაშებს, იტალია ნორვეგიასთან - დაკომპლექტდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფები #1TVSPORT

ერთა ლიგის მეოთხედფინალის მონაწილეებმა შეიტყვეს მეტოქეები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

გერმანიის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს სლოვაკეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ლუქსემბურგთან.

დანიის ნაკრები С ჯგუფში – საბერძნეთთან, შოტლანდიასა და ბელარუსთან.

საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში – უკრაინასთან, ისლანდიასა და აზერბაიჯანთან.

ესპანეთის ნაკრები E ჯგუფში – თურქეთთან, საქართველოსა და ბულგარეთთან.

პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში – უნგრეთთან, ირლანდიასა და სომხეთთან.

ნიდერლანდების ნაკრები G ჯგუფში – ფინეთთან, პოლონეთთან, ლიეტუვასა და მალტასთან.

იტალიის ნაკრები I ჯგუფში – ნორვეგიასთან, ისრაელთან, ესტონეთსა და მოლდოვასთან.

ხორვატიის ნაკრები L ჯგუფში – მონტენეგროსთან, ჩეხეთთან, ფარერებსა და გიბრალტართან.