საფრანგეთი უკრაინას „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის

18:55, 22.04.2022

საფრანგეთი უკრაინას „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ადასტურებს.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, 40-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთში გაემგზავრება, რათა აღნიშნული სისტემების მართვა შეისწავლონ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა „მილანის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.

მსგავსი