საფრანგეთი სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

16:15, 21.01.2018

საფრანგეთი სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ Twitter-ში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი წერს.

ღუტა, იდლიბი, აფრინი – საფრანგეთის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს“, – წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით, კერძოდ აფრინის ტერიტორიაზე დაბანაკებული სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

როგორც მოგვიანებით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თურქი სამხედროები უკვე იმყოფებიან სირიის ტერიტორიაზე და ისინი აფრინში 30 კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნას გეგმავენ.

 

მსგავსი