საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს, გენუაში ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიას დახმარება აღმოუჩინოს
საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს, გენუაში ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიას დახმარება აღმოუჩინოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იტალიას ქალაქ გენუასთან საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის გამო უსამძიმრებს და მზადყოფნას გამოთქვამს, მეზობელ ქვეყანას ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ნათქვამია ემანუელ მაკრონის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ამჟამად ემანუელ მაკრონი ხმელთაშუა ზღვის პირას, საფრანგეთის პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენციაში ატარებს შვებულებას. გენუაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ის იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს ტელეფონით დაუკავშირდა და პირდად მიუსამძიმრა

გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 20-ზე მეტი ადამიანი.