საფრანგეთი მოუწოდებს გერმანიას, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ზე უარი თქვას
საფრანგეთი მოუწოდებს გერმანიას, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ზე უარი თქვას

საფრანგეთი მოუწოდებს გერმანიას, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ზე უარი თქვას. პარიზში აცხადებენ, რომ საფრანგეთს მუდამ ეჭვი ეპარებოდა რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი გაზსადენის მშენებლობის მიზანშეწონილობაში. ამის შესახებ განცხადება ფრანგულ რადიოსადგურ „ფრანს ინტერ“-თან ინტერვიუში, ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა გააკეთა.

მანამდე რუსული გაზსადენის გაყვანის შეჩერება ევროპარლამენტმა მოითხოვა. აშშ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და პოლონეთი უკვე დიდი ხანია, აკრიტიკებენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის პროექტს და გერმანიის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ზრდის საფრთხეზე მიუთითებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ნეგატიურად აისახება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზეც.

რუსული გაზსადენის მიმართ კრიტიკა ბოლო პერიოდში სულ უფრ ხშირად ისმის გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდანაც.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა ბალტიის ზღვაში განახლდა.