საფრანგეთი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის დონით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

18:24, 24.01.2019

მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის დონით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საფრანგეთმა სახელმწიფო სოციალურ მხარდაჭერაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 32% დახარჯა.

სოციალური მხარდაჭერა პენსიების დონეს, სამედიცინო დახმარებით მოსახლეობის უზრუნველყოფას და სამუშაო ადგილების შექმნას მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური მხარდაჭერის დონით მეორე ადგილზე 28.9%-ით ბელგია, მესამეზე კი 28.7%-ით ფინეთია. რაც შეეხება ბოლო ადგილს, სოციალური მხარდაჭერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩრდილო კორეას აქვს, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტის 11.1%-ს ხარჯავს.

მსგავსი