საფრანგეთი მეხუთე გუნდია ისტორიაში, რომელიც მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გახდა ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გავიდა.
პირველად ეს, ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით, იტალიამ (1934 და 1938) მოახერხა, შემდეგ კი ორმა მწვრთნელმა ერთდროულად შეძლო: კარლოს ბილარდომ (1986 და 1990) – არგენტინის ნაკრებში, ხოლო ფრანც ბეკენბაუერმა (1986 და 1990) – გერმანიის ეროვნულ გუნდში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში საფრანგეთის ნაკრებიც გავიდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს (4:2). კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და დეშამის გუნდი ფინალში მეორედ გავიდა – „მამლები“ 18 დეკემბერს არგენტინას დაუპირისპირდებიან.
ამავე დროს, საფრანგეთი გახდა მე-5 გუნდი ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მანამდე ეს მოახერხეს იტალიამ (1934, 1938), ორჯერ – ბრაზილიამ (1958, 1962 და 1994, 1998, 2002), ნიდერლანდებმა (1974, 1978) და გერმანიამ (1982, 1986, 1990).
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგებმა ნახევარფინალში მაროკო (2:0) დაამარცხეს. ფინალში, დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით, გუნდი ტურნირის მთავარი თასისთვის არგენტინასთან იბრძოლებს. მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.