საფრანგეთი ლიბანს ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, 550 მილიონი ევროთი დაეხმარება
საფრანგეთი ლიბანს ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, 550 მილიონი ევროთი დაეხმარება

საფრანგეთი ლიბანს ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, 550 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა პარიზში ლიბანის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ლიბანის მთავრობა 16 მილიარდი დოლარის ოდენობით ინვესტიციების მოსაზიდად არის ჩასული.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა სირიის შვიდწლიანი ომის შედეგად დევნილ 1.5 მილიონ სირიელს იფარებს, რამაც ლიბანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. ბეირუთი ასევე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სახელმწიფო ვალის მხრივ მსოფლიოში.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და ეს სირთულეები გაამწვავა სირიის ომმა და სირიელი ლტოლვილების კრიზისმა” – აცხადებს ლიბანი პრემიერ-მინისტრი საიდ ალ-ჰარირი.

პრემიერის თქმით, აღდგენის გზაზე მყოფი ქვეყანა იმედოვნებს, რომ დახმარების ერთი მესამედი, კერძო ინვესტიციების ხარჯზე მოვა, ხოლო დანარჩენი თანხების მობილიზებას გრანტებითა და კონცესიური კრედიტებით შეძლებენ.

პარიზის კონფერენციაში 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მათ შორის აშშ, საუდის არაბეთი, რუსეთი, ყატარი.