საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ აგზავნის.
ემანეულ მაკრონმა ასევე განაცხადა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების, საჰაერო თავდაცვის სისტემების და საჰაერო რადარის განლაგების, ასევე, კვიპროსში ფრეგატ „ლანგედოკისა“ და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის შესახებ.
მაკრონის თქმითვე, საფრანგეთმა ჩამოაგდო ირანული დრონები, რომლებითაც საფრანგეთის მოკავშირე არაბულ ქვეყნებზე განხორციელდა თავდასხმები. მაკრონის თქმით, საფრანგეთს აქვს შესაბამისი ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებები კატართან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითთან.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ ორ ფრანგულ ბაზაზე „შეზღუდული დარტყმები განხორციელდა, რამაც მატერიალური ზიანი გამოიწვია“.