საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მიუღებელს უწოდებს
საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მიუღებელს უწოდებს

საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკრიტიკებს და მიუღებელ უწოდებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილებების საფასური ევროპულმა კომპანიებმა არ უნდა გადაიხადონ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიებს აქვთ ექვსი თვე, რომ ირანთან კონტაქტები გაწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები დაემუქრებათ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასებზე უკვე იმოქმედა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გაურკვევლობა გაზარდა.

2015 წელს ირანის ბირთვული შეთანხმების დადების შემდეგ, ირანთან მილიარდობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არაერთმა ფრანგულმა კომპანიამ გააფორმა. მათ შორის არიან: Airbus-ი, გიგანტური ნავთობკომპანია ToTal-ი, ასევე ავტომწარმოებლები, Renault-ი და Peugeot-ი.

დატოვე კომენტარი