საფრანგეთი ელზასის რეგიონიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ევაკუაციას ჩქაროსნული საშუალებით ახორციელებს
საფრანგეთი ელზასის რეგიონიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ევაკუაციას ჩქაროსნული საშუალებით ახორციელებს

საფრანგეთი ელზასის რეგიონიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ევაკუაციას ჩქაროსნული მატარებლების საშუალებით ახორციელებს.

20-მდე პაციენტი სტრასბურგიდან ლუარსა და სხვა რეგიონებში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ელზასის რეგიონის საავადმყოფოებში ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა მაღალია. რის გამოც ცოტა ხნის წინ, საფრანგეთს პაციენტების მკურნალობაში დახმარება შესთავაზა გერმანიამაც.

საფრანგეთში კორონავირუსის 1333 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 25 ათასს აღემატება