საფრანგეთი ბიტკოინთან მიმართებაში რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის
საფრანგეთი ბიტკოინთან მიმართებაში რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი მომავალი წლის დიდი ოცეულის სამიტზე ვირტუალურ ვალუტა ბიტკოინთან მიმართებაში, რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის.

„არსებობს სპეკულაციების რისკი. ჩვენ უნდა განხვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საკითხი და დიდი ოცეულის სხვა წევრებთან ერთად ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავარეგულიროთ ბიტკოინი“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მარი.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ის აპირებს შესთავაზოს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ვირტუალური ვალუტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დიდი ოცეულის სამიტი, არგენტინაში გაიმართება.

2017 წლის დასაწყისიდან ციფრული ფულის, ბიტკოინის ფასი 1700%-ით გაიზარდა.

დღეისთვის ბიტკოინის ღირებულება 19 ათასამდე დოლარს შეადგენს.

გასულ კვირას ევროკავშირის ქვეყნები და კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ თანხის გათეთრებისა და ტერორიზმის პრევენციის მიზნით, გაამკაცრონ ვირტუალური ვალუტის მიმოცვლის პლატფორმაზე წესები.