საფრანგეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს განაახლებს, ხვალ ვაქცინას ქვეყნის პრემიერი გაიკეთებს
საფრანგეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს განაახლებს, ხვალ ვაქცინას ქვეყნის პრემიერი გაიკეთებს

ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას განაახლებს საფრანგეთიც. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვაქცინის მიმართ მოქალაქეთა ნდობის გასაზრდელად, პარასკევს „ასრტაზენაკას“ ვაქცინას გაიკეთებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი, რომელმაც 19 მარტიდან ქვეყანაში ოთხკვირიანი კარანტინი გამოაცხადა.

საფრანგეთში ახალი შემზღუდველი ზომების ფარგლებში, სკოლაში სასწავლო პროცესი გაგრძელდება, თუმცა ერთი საათით, 19:00 საათზე გადაიწევს კომენდანტის საათის ამოქმედება. ფუნქციონირებას განაგრძობენ ის მაღაზიები, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტების რეალიზაციას ახორციელებენ, ასევე წიგნის მაღაზიები. რაც შეეხება გადაადგილებას, მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებლიდან 10 კილომეტრის რადიუსში მოძრაობას. შეიზღუდება რეგიონებში მგზავრობა.

ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის შემდეგ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრების განახლების გადაწყვეტილება ასევე მიიღეს გერმანიამ, იტალიამ, კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. მომდევნო კვირიდან აცრების განახლებას გეგმავს ესპანეთიც.