საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხელ სარჯველაძემ წარადგინა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნისთვის, რადგან ეს არის მთავარი და ძირითადი მიმართულება დავების ალტერნატიული მოწესრიგების მექანიზმთა შორის.

„მედიაციის შესახებ კანონპროექტი ხელს შეუწყობს დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა დავაში ჩართული მხარეებისთვის, რათა გაცილებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაწესრიგონ დავის საკითხები. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ მედიატორი იქნება დამოუკიდებელი პროფესია. პირები, რომლებიც იქნებიან მედიატორები, მათი გაერთიანება ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სახით. ეს იქნება ძირითადი რგოლი თვითრეგულირებისთვის. მედიაცია შეიძლება ექვემდებარებოდეს ნებისმიერი ტიპის დავა“, – განაცხადა სარჯველაძემ.