საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები მთავრობას დახმარებას თხოვენ
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები მთავრობას დახმარებას თხოვენ

საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. შეკრებილები მთავრობას დახმარებას და დაკარგული ანაბრების დაბრუნებას თხოვენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ დრომდე მთავრობა დახმარებას უშედეგოდ პირდება.

“გვატყუებდნენ არჩევნებამდე, რომ გვერდში დაგვიდგებოდა მთავრობა, მაგრამ არჩევნების შემდეგ თავს არავინ აღარ იწუხებენ. უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი და ყველანი სიცოცხლის ზღვარზე ვართ. უკიდურესად გვიჭირს ყველას, რადგან ზოგმა ბინის ფული დაკარგა და დღემდე უსახლკაროდ არის. ქუჩაში დავრჩით, მთელი ანაბრები დავკარგეთ და ჩვენზე არავინ ფიქრობს”,- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნესტან შერვაშიძემ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.