საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები საქართველოს ეროვნული ბანკის შენობასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, ბანკმა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მათთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო, ამასთან, სახელმწიფოს მოუწოდებენ, დროულად მოამზადოს დასკვნა და დაიგეგმოს კრიზისიდან გამოსვლის გზები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ ეროვნული ბანკია დამნაშავე, რომ ისინი შპს „საქართველოს“ მიერ დაზარალდნენ.

მეანაბრეები საკითხის მოგვარებამდე პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ამ დროისთვის პატიმრობაში რჩებიან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დამფუძნებელი მერაბ ფერაძე, კომპანიის დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ლობჟანიძის მეუღლე თამარ მეტრეველი.