საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსა და საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებულ მეანაბრეებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მეანაბრეებმა განაცხადეს, ეროვნული ბანკი მზად არის, პრობლემის მოგვარებაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩაერთოს.

მეანაბრეების მოთხოვნები, როგორიცაა მათი დროებით გადასახადისგან გათავისუფლება, ან სასესხო ვალდებულების დროებით შეჩერება, სწორედ ამ შეხვედრების ფარგლებში უნდა განიხილონ.

შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, თუმცა დაზარალებულები მის აზრს არ იზიარებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი ნაწილი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.

დატოვე კომენტარი