საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – ეროვნული ლიგის დებიუტანტებმა საქმე სერიოზულად დაიწყეს #1TVSPORT

21:02, 14.03.2026

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ეროვნული ლიგის დებიუტანტების, „სპაერის“ და ტყიბულის „მეშახტის“ და მათი მწვრთნელების, ანზორ კიღურაძის და ლადო ბურდულის შესახებ ისაუბრა.

„საამაყოა, რომ გუნდები ეროვნულ ლიგაში ახალგაზრდა მწვრთნელებმა გადმოიყვანეს. ეს უბრალო საქმე არ არის. თანაც თამაში ძალიან სერიოზულად დაიწყეს. ლადო ბურდული რომ ვნახე, პირველი ჩემი კითხვა იყო: როგორ მოუგე „დილას“ გორში? ან „სპაერმა“ ქუთაისში „ტორპედო“ როგორ დაამარცხა“.

თამაშამდე ეს ვინმეს რომ ეთქვა, ვერავინ დაიჯერებდა. იმიტომ, რომ გორის „დილა“ მართლა კარგი გუნდია. ამიტომ დიდი პატივისცემა ჩვენგან „მეშახტეს“ მოთამაშეებს, რომელბმაც პატარა გმირობა ჩაიდინეს.

დღეს მთავარი ფინანასებია. ვიცით, რომ არცერთ ამ გუნდს დიდი ბიუჯეტი არ აქვს. მაგრამ მთავარია, რამდენად სტაბილურია დაფინანსება. ყველას გვახსოვს გუნდები, კარგად იწყებდნენ, მაგრამ მერე პრობლემები ექმნებოდათ და ლიგიდან ვარდებოდნენ. ამიტომ ფინანსებზე ბევრია დამოკიდებული“.

მსგავსი