საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - საქართველოს ნაკრებს თამაში რომ არ შეეძლოს, ნორვეგიასთან მეორე ტაიმშიც ვერაფერს გააკეთებდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - საქართველოს ნაკრებს თამაში რომ არ შეეძლოს, ნორვეგიასთან მეორე ტაიმშიც ვერაფერს გააკეთებდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

„ნორვეგიასთან ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველი ნახევარი ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მეორე კი გაცილებით უკეთესი იყო. შესვენების შემდეგ გუნდი შეიკრა და ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც გულშემატკივარი ნაკრებისგან ელის, შემთხვევით ასე კარგად ვერ ითამაშებ.

მთავარი, რაც გამოჩნდა – ჩვენს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალ დონეზე შეუძლიათ  თამაში. კარგი ახალგაზრდები მოდიან – გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე… როცა გუნდში რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელია, შედეგი აუცილებლად იქნება.

წინ რთული თამაშები გველის, რადგან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ნორვეგიასთან  ჩატარებულმა მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია“, – განაცხადა თენგიზ სულაქველიძემ.