საფეხბურთო ტაიმაუტი | ლადო ბურდული – მოედნის თითოეულ გოჯზე უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT
ტყიბულის „მეშახტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნულ ლიგაში გადასვლასა და სეზონის პირველ მატჩებზე ისაუბრა.
„ეროვნულ ლიგამდე მისასვლელი გზა ძალიან რთული იყო. ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ტყიბულის „მეშახტემაც“ და „სპაერმაც“ შეუძლებელი შევძელით. მაგრამ დანარჩენ რვა გუნდს ჩვენზე მეტი რესურსი აქვს.
აქცენტი გავაკეთეთ ფიზიკურ მომზადებაზე და დისციპლინაზე. სირბილის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი არ არსებობს. დისციპლინა იმიტომ, რომ მოედნის თითოეულ გოჯზე უნდა ვიბრძოლოთ და მეტოქეს თავისუფალი ზონა არ უნდა დავუტოვოთ.
წყალტუბოში „სამგურალთან“ ქულა ავიღეთ, მერე კი გორში „დილას“ მოვუგეთ – არაჩვეულებრივ გუნდს, რომელსაც შესანიშნავი სელექცია და რესურსი აქვს. სწორედ დისციპლინის ხარჯზე ვცდილობდით, თითოეული ზონა გაგვეკოტროლებინა და დაცვაში შეცდომა არ დაგვეშვა, თამაში კი კონტრშეტევაზე ავაგეთ“.